• Geo
  • Eng
23.04.2022
გაგრა 1-0 დინამო

დინამო არენაზე ეროვნული ლიგის მეცხრე ტურის მატჩი შედგა რომელშიც, გაგრამ დინამოს უმასპინძლა. დედაქალაქელები პირველივე ტაიმში კაცნაკლულნი დარჩნენ, ბოლო იმედის ჯარიმისთვის მოედანი შეხვედრის 24-ე წუთზე საბა ხვადაგიანს დაატოვებინეს, მას მსაჯმა წითელი ბარათი უჩვენა. რამდენიმე სახიფათო მომენტს თუ არ ჩავთვლით პირველ ტაიმში მეტი აღსანიშნავი არაფერი მომხდარა. მეორე ნახევარში დინამოელები ბევრს უტევდნენ, თუმცა მასპინძლებმა 75-ე წუთზე სწრაფი კონტრშეტევით გოლი გაიტანეს (მათე კვირკვია) და როგორც შემდგომში გაირკვა საფინალო ანგარიშიც დააფიქსირეს. დედაქალაქელები მომდევნო შეხვედრას 29 აპრილს ქუთაისში, ტორპედოს წინააღმდეგ ჩაატარებენ.

 

შემადგენლობა და ოქმი

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024