• Geo
  • Eng
19.04.2022
დინამო-2 თასზე არაგვს შეხვდება

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის გათამაშების პირველი ორი ეტაპის წილიწყრა გაიმართა.

 

დინამო-2 გათამაშებაში მეორე ეტაპიდან ჩაერთვება და 26 მაისს თბილისში, მარაკანაზე დუშეთის არაგვს დაუპირისპირდება.

 

შეგახსენებთ ვლადიმერ კაკაშვილის გუნდი საქართველოს თასის შარშანდელ გათამაშებაში პირველი ეტაპიდან ჩაერთო. დაამარცხა ხობის კოლხეთი 3-1, ხონის იმერეთი 4-0, ვიტ ჯორჯია 2-1 და მერვედფინალი საგარეჯოს გარეჯთან 0-1 დათმო.

 

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის და კრისტალბეთ ეროვნული ლიგა 2-ის წარმომადგენლები საქართველოს თასის გათამაშებაში რიგით მეოთხე, 1/16 ფინალიდან ჩაერთვებიან. დავით ყიფიანის სახელობის ტროფეი დინამომ ბოლოს 2016 წელს აღმართა. დედაქალაქელებმა ფინალში ბოლნისის სიონი 1-0 დაამარცხეს.

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024