• Geo
  • Eng
27.03.2022
17 წლამდელების გამარჯვება ჩეხეთთან

შოტლანდიის ქალაქ ფალკირკში 17 წლამდე ფეხბურთელებს შორის ევროპის ჩემპიონატის ელიტ რაუნდი მიმდინარეობს. სქართველოს 17 წლამდე ნაკრები მეორე ტურის მატჩში ჩეხეთის ნაკრებს დაუპირისპირდა და 2-1 დაამარცხა მეტოქე.

 

შეხვედრის 35-ე წუთზე ანგარიში ალექსანდრე ნარიმანიძემ გახსნა. მეორე ტაიმის დებიუტში მეტოქე კაცნაკლული დარჩა, მსაჯმა მოედნიდან მილოშ პუდილი გააძევა. ამის მიუხედავად ჩეხებმა 63-ე წუთზე სტატუს ქვო დანიელ რუსის გოლით აღადგინეს. ჭაბუკმა ჯვაროსნებმა უმატეს შეტევებს და საბოლოოდ წინ გასვლაც მოახერხეს. შეხვედრის 77-ე წუთზე გამარჯვების გოლი ჩვენი აკადემიის ფეხბურთელმა ლუკა პარკაძემ გაიტანა 2-1.

 

შეხვედრაში მონაწილეობა 8 დინამოელმა მიიღო: საბა ხარჩილავამ, თენგიზ გობეშიამ, ლუკა პარკაძემ, თენგო ალიბეგაშვილმა, გაბრიელ სიგუამ (კაპიტანი) და გიორგი რობაქიძემ ასპარეზობა სასტარტოში დაიწყეს, ხოლო გიორგი ფარცვანია და ნიკო ცეცხლაძე შეცვლაზე შევიდნენ.

 

სატურნირო ცხრილში გიორგი ჩიტაურის გუნდი მეორე ადგილს იკავებს და 29 მარტს მასპინძლებთან გამარჯვების შემთხვევაში ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრის შანსს ინარჩუნებს.

 

შემადგენლობა და მატჩის ოქმი - bit.ly/3tFGVrR

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024