ჩვენი გუნდის ოქროს თაობის ფეხბურთელი და ტაშკენტის ფინალის გმირი 84 წლის ასაკში გარდაიცვალა.
დინამო თბილისი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ილია დათუნაშვილის გარდცვალების გამო. ჩვენი კლუბი სამძიმარს უცხადებს ვეტერანის ოჯახს, ახლობლებს და ქართული ფეხბურთის გულშემატკივარს.
ილია დათუნაშვილმა დინამოს მაისურით 249 ჩატარებულ შეხვედრაში 60 გოლი გაიტანა.
არის სსრკ-ის 1964 წლის ჩემპიონი და ორგზის პრიზიორი 1962 და 1967 წლებში.
1964 და 1966 წლებში დასახელდა 33 საუკეთესო ფეხბურთელთა შორის .
1966 წლის გათამაშების ბომბარდირი 20 გოლით.