დინამო თბილისსა და ჩეხურ კარვინას შორის დავით კობოურის ტრანსფერთან დაკავშირებით შეთანხმება შედგა, ქართველი მცველი ჩეხურ კლუბში იჯარის წესით ითამაშებს.
დავით კობოური დინამოს აკადემიის აღზრდილია და ჩეხური კარვინა მისი პირველი უცხოური გუნდია. თბილისური კლუბის შემადგენლობაში მისი დებიუტი 2015 წელს ლანჩხუთის გურიას წინააღმდეგ გამართულ მატჩში შედგა. 2015-2021 წლებში დავით კობოურმა დინამოს მაისურით 140 თამაშში მიიღო მონაწილეობა, ორი გოლი გაიტანა და შვიდი საგოლე გადაცემა შეასრულა.