• Geo
  • Eng
17.12.2021
დინამომ სტანისლავ ბილენკი დაიმატა

დინამო თბილისის შემადგენლობაში უკრაინელი ფორვარდი სტანისლავ ბილენკი ჩაირიცხა. ბილენკიმ თბილისურ კლუბთან კონტრაქტი 2+1 სისტემბით გააფორმა.

სტანისლავ ბილენკი სლოვაკური დუნაისკა სტრედას საკუთრება იყო და 2021 წლის სეზონში განათხოვრების წესით ბრესტის დინამოში თამაშობდა. უკრაინელი ფორვარდის ანგარიშზე 31 მატჩში 14 გოლი და 4 საგოლე გადაცემაა. ბილენკიმ ბელარუსის ჩემპიონატის ბომბარდირთა დავაში მესამე ადგილი დაიკავა.

უკრაინელი ფორვარდი დონეცკის შახტარისა და ოლიმპიკის აღზრდილია. სხვადასხვა დროს იგი როგორც ოლიმპიკის ძირითად გუნდში ასევე, სლოვაკურ დუნაისკა სტრედაში, პოლონურ ზაგლებიეში და უკრაინულ რუხში ასპარეზობდა. რაც შეეხება ბილენკის სანაკრებო კარიერას, თავდამსხმელი უკრაინის 19-წლამდე და 21-წლამდე ნაკრებების წევრი იყო. 21-წლამდე ნაკრების შემადგენლობაში მან 7 შეხვედრა გამართა და 2 გოლის გატანა მოახერხა, 19-წლამდელთა რიგებში კი ბილენკის ანგარშიზე 1 მატჩია.

 

საკლუბო კარიერა

2017-2018 | დონეცკი ოლიმპიკი | 37 მატჩი | 7 გოლი | 3 საგოლე გადაცემა

2018-2019 | დუნაისკა სტრედა | 10 მატჩი | 1 გოლი

2019 | ზაგლებიე | 19 მატჩი | 2 გოლი | 2 საგოლე გადაცემა

2020 | რუხი | 5 მატჩი

2021 | დინამო ბრესტი | 31 მატჩი | 14 გოლი | 4 საგოლე გადაცემა

სანაკრებო კარიერა

2017 | უკრაინა U19 | 1 მატჩი

2017-2018 | უკრაინა U21 | 7 მატჩი | 2 გოლი

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024