• Geo
  • Eng
27.10.2021
დინამო-2 სრული სვლით ზედა ლიგისკენ

დინამო თბილისის მეორე შემადგენლობამ დღეს აკადემიის მოედანზე წალენჯიხის სქურს უმასპინძლა და ხუთი უპასუხო გოლით დაამარცხა მეტოქე. ლაშა ოდიშარიამ სადებიუტო ნახევარ საათში ჰეთ თრიქი გაიფორმა და ფაქტიურად პირველივე ტაიმში გადაწყვიტა შეხვედრაში გამარჯვებულის ბედი. მეორე ტაიმში ნიკა სიხარულაშვილმა და გიორგი ომარაშვილმა კიდევ თითო გოლი გაიტანეს და მატჩი დინამომ 5-0 მოიგო. ვლადიმერ კაკაშვილის გუნდი სატურნირო ცხრილში დაგროვილი 31 ქულით პირველ ადგილს იკავებს და ტურნირის დასრულებამდე 5 ტურით ადრე ერთი ქულა აშორებს მე- 3 ლიგის საგზურამდე. მომდევნო მატჩს თბილისელები მცხეთაში, ბორჯომის წინააღმდეგ 1 ნოემბერს გამართავენ.

 

დინამო-2  5-0  სქური

დინამო-2: ბერუაშვილი, იაკობიძე, სალუქვაძე, ოსიყმაშვილი, ოდიშარია, ფაჩულია, ხმელიძე, სიხარულაშვილი, ომარაშვილი, გაბიტაშვილი, მაისურაძე

შეცვლაზე შევიდნენ: ერაძე, ჟივიძე, უგრეხელიძე, დუმბია, მეტრეველი

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024