• Geo
  • Eng
06.10.2021
ივო შუშაკი - 75
ივო შუშაკი 75 წლისაა. დინამო თბილისი იუბილეს ულოცავს კლუბის ისტორიაში ერთ-ერთ გამორჩეულ მწვრთნელს. უსურვებს ჯანმრთელობას, დღეგრძელობას და წარმატებას.
ივო შუშაკი დინამო თბილისში 2002-2004 წლებში მუშაობდა, მის სახელს უკავშირდება დამოუკიდებელი ქართული საკლუბო ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი წარმატება - დსთ- ს თასის მოგება. იმ დროს საკმაოდ პრესტიჟულ გათამაშებაში, დინამოელებმა მეტად სანახაობრივი ფეხბურთით შეძლეს ტიტულის მოპოვება. შუშაკმა დინამოსთან ერთად ასევე მოიგო საქართველოს ჩემპიონატი და თასის გათამაშება.

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024