• Geo
  • Eng
03.10.2021
ფრე წყალტუბოში

დღეს წყალტუბოს, 26 მაისის სახელობის სტადიონმა ეროვნული ლიგის 28- ე ტურის შეხვედრას უმასპინძლა, რომელშიც ერთმანეთს სამგურალი და დინამო დაუპირისპირდნენ. აღსანიშნავია, რომ მთელი მატჩი გადაუღებელი წვიმის თანხლებით წარიმართა. შეხვედრა სტუმართათვის არასახარბიელოდ დაიწყო. ანდრე პრიეტომ პირველივე წუთზე ყვითელი ბარათ მიიღო, სერგო კუხიანიძემ კი ზუსტი პენალტით გახსნა ანგარიში. თუმცა აღსანიშნავია, რომ მეტად საეჭვო თერთმეტმეტრიანი დაინიშნა სტუმართა კარში. დინამომ უმალ შეუტია და საიმონ ბენიოს თავურისგან სამგურალის კარი ხარიხამ იხსნა. მე- 8 წუთზე უკვე მაქსიმე ქვილითაიამ იხსნა კარი, მან დავით სხირტლაძეს ერთი შეხებით დარტყმული აუღო. თბილისელებმა სათამაშო უპირატესობა მალევე გარდასახეს გოლში. ზუსტი თავურით სტატუს ქვო დავით სხირტლაძემ აღადგინა 1-1. ქვილითაიამ 25- ე წუთზე უკვე ლევან ხარაბაძის დარტყმულისგან იხსნა კარი. დინმოელებმა მეორე გოლი ნახევარი საათის თავზე გაიტანეს, ლევან ხარაბაძის მეორე ასისტი და ბარნს ოსეის ზუსტი დარტყმა. სამგურალის შეტევა და უკვე დინამოელთა ხარიხამ იხსნა კარი. პირველი ტაიმი ესეც მორჩა. მეორე ნახევარი იმავე რიტმში გაგრძელდა. 55- ე წუთზე დინამოელებს მიჯრით სამჯერ შეეძლოთ ანგარიშის გაზრდა, მაგრამ ორჯერ ზორან მარუშიჩს და ბარნს ოსეის არ გამოუვიდათ ზუსტი დარტყმები. 73- ე წუთზე მასპინძლებმა ნიკა კალანდარიშვილის გოლით ანგარიშით გაათანაბრეს 2-2. მატჩის ბოლოსკენ თბილისელთა ფორმით აკადემიის აღსაზრდელის მორიგი დებიუტი შედგა - მოედანზე ნიკოლოზ ქოქოსაძე გამოჩნდა. არაერთი მცდელობის მიუხედავად თბილისელებმა ანგარიშის შეცვლა ვეღრ მოახერხეს და მატჩი ფრედ 2-2 დასრულდა.

 

სამგურალი  2-2  დინამო

გოლი: 1-0 კუხიანიძე (პენ) 2’  1-1 სხირტლაძე 12’  1-2 ოსეი 29’  2-2 კალანდარიშვილი 73’ 

გაფრთხილება: პრიეტო 1’  რადინი 66’  კიკაბიძე 90’ 

 

სამგურალი: ქვილითაია, პატარკაციშვილი, გილმორი, კუხიანიძე (ამინუ 91), ფონიავა, ახვლედიანი (კირკიტაძე 65), კალანდარიშვილი, ვერულიძე (დოლიძე 71), ქურდაძე, ლექვთაძე (ბურჯანაძე 91), კიკაბიძე

დინამო: პრიეტო, ხვადაგიანი, პაპავა, ბენიო, ქარდავა (რადინი 62), მექვაბიშვილი, სპორკსლედე (მორჩილაძე 62), ხარაბაძე, ოსეი (კუცია 74), სხირტლაძე (ქოქოსაძე 89), მარუშიჩი

 

მსაჯი: დ. ხარიტონაშვილი

 

 

 

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024