• Geo
  • Eng
13.09.2021
კახა ცხადაძემ დინამო თბილისთან კონტრაქტი 2023 წლამდე გაახანგძლივა

დინამო თბილისსა და გუნდის მთავარ მწვრთნელ კახა ცხადაძეს შორის შედგა ახალი შეთანხმება, რომლის მიხედვითაც 53 წლის სპეციალისტი დინამო თბილისში 2023 წლამდე იმუშავებს.

13 სექტემბერს, დინამო თბილისის ბაზაზე კლუბის პრეზიდენტმა რომან ფიფიამ პრესკონფერენცია გამართა, სადაც კლუბის სპორტული მიმართულების ახალ ხელმძღვანელ ალექსანდრე რეხვიაშვილთან და მთავარ მწვრთნელ კახა ცხადაძესთან ერთად ისაუბრა.

  • ჩვენს კლუბს ეყოლება სპორტის მიმართულების ახალი ხელმძღვანელი - ალექსანდრე რეხვიაშვილი. მასთან ერთად, შეთანხმებას მივაღწიეთ კახა ცხადაძესთან, რომელმაც დინამო თბილისთან ხელშეკრულება გაახანგრძლივა და მინიმუმ, 2023 წლამდე ჩვენი გუნდის მთავარი მწვრთნელი იქნება. პირდაპირ შემიძლია ვთქვა, რომ მას შემდეგ რაც მე დინამოში ვარ, ამ კვალიფიკაციის და რანგის სპორტული დირექტორი და მთავარი მწვრთნელი ერთად, ამ გუნდში არ ყოფილა.

 

კახა ცხადაძე დინამო თბილისის მთავარ მწვრთნელად მიმდინარე წლის მაისში დაინიშნა.

  • ნეფთჩისთან მარცხის შემდეგ ვთქვი, რომ მნიშვნელოვანი იყო დინამოში მიმდინარე პროცესების და დაგეგმილი ცვლილებების შედეგები, რის შემდეგაც მომავალთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას მივიღებდი. დღეს, ბედნიერი ვარ, რომ შეთანხმებას მივაღწიეთ არა მხოლოდ კონტრაქტზე, არამედ მთავარ საკითხზე, როგორ უნდა განვითარდეს დინამო და რა უნდა იყოს ჩვენი მომავალი გეგმები უახლოესი 2-3 წლის მანძილზე, - თქვა კახა ცხადაძე. დინამო თბილისი მოხარულია გუნდის მთავარ მწვრთნელთან მიღწეული ახალი შეთანხმებით და გვჯერა, მისი მუშაობა იქნება წარმატებული და ნაყოფიერი.

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2021