• Geo
  • Eng
21.07.2021
ბარაკ ბახარის მატჩისწინა პრესკონფერენცია

უეფას კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე, დინამო თბილისთან დაპირისპირების წინ, მაქაბი ჰაიფას მთავარმა მწვრთნელმა, ბარაკ ბახარმა პრესკონფერენცია გამართა.


 

ვაანალიზებთ მარცხს ჩემპიონთა ლიგაზე და გვაქვს იმედი, რომ კონფერენს ლიგაზე დანაკლისს ავინაზღაურებთ და წარმატებით გამოსვლას შევძლებთ.


 

ვიცით, რომ დინამო თბილისი არის ძალიან დიდი ისტორიის მქონე კლუბი, საკმაოდ მდიდარი საერთაშორისო გამოცდილებით. მეტოქეს პატივს ვცემთ, თუმცა ჩვენი მიზანი გამარჯვება იქნება.


 

ჩემპიონთა ლიგაზე მარცხმა ჩვენს გუნდს გარკვეული დაღი დაასვა. ახლა ჭრილობების მოშუშების პროცესში ვართ და შევეცდებით, რომ კონფერენს ლიგაზე წარმატებულად გამოვიდეთ.


 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024