• Geo
  • Eng
21.07.2021
კახა ცხადაძის მატჩისწინა პრესკონფერენცია

უეფას კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრის წინ, დინამოს მთავარმა მწვრთნელმა - კახა ცხადაძემ პრესკონფერენცია გამართა.


 

- სამწუხაროდ, ჩემპიონთა ლიგის გათამაშებას გამოვეთიშეთ. ცუდად არ ვითამაშეთ, თუმცა მარცხი ინდივიდუალურმა შეცდომებმა განაპირობა. ნეფთჩის მაღალი დონის შემსრულებლები ჰყავს, რომლებიც ასეთ შეცდომებს არ გაპატიებენ.


 

ნეფთჩისთან” არცერთ მატჩში მარცხს არ ვიმსახურებდით. თუ ვინმეს განსხვავებული აზრი აქვს, შემიძლია შევეკამათო. აქედან გამომდინარე, მაკაბისთან ორრაუნდიანი დაპირისპირება არის შანსი, რომ დინამო თბილისის ფეხბურთელებმა გულშემატკივარს ეს მტკივნეული მარცხი დაავიწყონ.


 

საბედნიეროდ, ტრავმები არ გვაქვს. იმ მდგომარეობიდან გამომდინარე, რომელიც ბოლო პერიოდში შეიქმნა და იმ ფსიქოლოგიური წნეხის გამო, რომელიც როინ კვასხვაძეს აწუხებდა, ურთიერთშეთანხმების საფუძველზე გადავწყვიტეთ, რომ ჩვენი თანამშრომლობა დასრულებულიყო. მეკარისთვის ასეთი მდგომარეობა განსაკუთრებით მძიმეა. მინდა მას მომავალში წარმატება ვუსურვო.


 

მაქაბი ძალიან ძლიერი გუნდია, რომლის შემადგენლობაც დიდი ხანია ერთად თამაშობს და საკმაოდ რთული მატჩი გველის. მათ ჩემპიონატი ძალიან დამაჯერებლად მოიგეს, ყველანაირად უნდა შევეცადოთ, რომ აგრესიულად ვითამაშოთ და ასეთი ტიპის მეტოქეს არ მივცეთ შესაძლებლობა, რომ საკუთარი თამაში თავზე მოგვახვიოს. ინიციატივა ხელში მეტოქემ არ უნდა აიღოს. ინდივიდუალური შეცდომები უნდა გამოვასწოროთ, ვფიქრობ, ამ შემთხვევაში, საინტერესო თამაში გველის.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024