• Geo
  • Eng
27.06.2021
დინამო პირველ ადგილს დაუბრუნდა

დღეს ქუთაისში რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონმა მე- 80 ქართული დერბი მიიღო. შეხვედრაში პირველი აღსანიშნავი მომენტი სტუმრებმა ჩაიწერეს აქტივში. ლევან ხარაბაძე სახიფათოდ გაიჭრა მარცხენა ფრთაზე, ჩააწოდა საჯარიმოში, ბურთს კი დინო ჰამზიჩი დაეუფლა. მომდევნო შეტევაში ფაქტიურად იგივე განმეორდა მილან რადინის მონაწილეობით. მატჩის მეექვსე წუთზე გიორგი გაბედავამ საჯარიმოს მისადგომებიდან დაარტყა, თუმცა არაზუსტად. დინამოელებმა სათამაშო უპირატესობა ხელთ იგდეს და ანგარიშიც 25- ე წუთზე გახსნეს. გიორგი გაბედავამ და ლევან ხარაბაძემ ტორპედოს საჯარიმოსთან გაითამაშეს ბურთი, გაბედავას გადაცემა და გიორგი კუციას ზუსტი დარტყმა. პირველი ტაიმი დასასრულს უახლოვდებოდა, როდესაც მასპინძლებმა რეალური საგოლე მომენტი ვერ გამოიყენეს, ბოლო მომენტში ბურთი ცარიელი კარიდან საიმონ ბენიომ გამოიტანა. მეორე ტაიმი გუნდებმა ხისტად განაახლეს, რასაც მსაჯის მიერ დარიგებული ყვითელი ბარათები მოჰყვა. 57- ე წუთზე უკვე თბილისელთა კარი გადარჩა, ფადი ზიდანის ძლიერად დარტყმული ხარიხამ უკუაგდო. ხუთიოდე წუთში უკვე ზორან მარუშიჩს მართებდა თავით უკეთესად თამაში, მაგრამ მისი დარტყმული უხეირო გამომდგა. მომდევნო შეტევაში თორნიკე მორჩილაძე შეიჭრა საჯარიმოში, მგრამ არც მას გამოუვიდა დარტყმა. მე- 80 წუთზე სტუმრებმა გოლის გატანის რეალური შანსი გაუშვეს ხელიდან. ზორან მარუშიჩმა ერთი გადაცემით შეიძლება ითქვას მთელი დაცვა მოჭრა, გიორგი გაბედავას კი დარტყმა გაუცუდდა და მომენტიც განიმუხტა. 85- ე წუთზე ძელმა უკვე მასპინძელტა კარი იხსნა. თორნიკე ახვლედიანის გადაცემის შემდეგ ნოდარ ქავთარაძე ერთი შეხებით ასრულებდა ეპიზოდს. საბოლოოდ დინამომ იმარჯვა და სატურნირო ცხრილში პირველ ადგილს დაუბრუნდა.

 

 

ტორპედო  0-1  დინამო

 

გოლი: 0-1 კუცია 25’ 

გაფრთხილება: რადინი 51’  ნადარაია 52’  მარუშიჩი 52’  ტაბატაძე 56’  კუცია 65’  ბუკასი 68’

 

ტორპედო: ჰამზიჩი, ტაბატაძე, გრიგალაშვილი, ინკუმი (ჩიხლაძე 88), ჩალაძე, ქაფიანიძე, ნადარაია, მამასახლისი (გოგუაძე 82), ზიდანი, რეკიში, ფირანაშვილი (ბუკასი 60)

დინამო: კვასხვაძე, ხვადაგიანი, მონხილი, ბენიო, ქარდავა, რადინი (პაპავა 54), კუცია (მექვაბიშვილი 69), ხარაბაძე, მორჩლაძე (სპორქსლედე 69), გაბედავა (ახვლედიანი 82), მარუშიჩი (ქავთარაძე 82)

 

მსაჯი: ა. ნონიკაშვილი

 

 

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024