• Geo
  • Eng
22.06.2021
ნოდარ ქავთარაძე დინამოში დაბრუნდა

ნოდარ ქავთარაძე დინამოში დაბრუნდა. ფეხბურთელსა და ჩვენს კლუბს შორის კონტრაქტი 2023 წლის ბოლომდე გაფორმდა. ქავთარა დინამოს 38 ნომრიან ფორმას მოირგებს.

ნოდარ ქავთარაძე ქვეყნის ყველაზე ტიტულოვან კლუბში 2019 წლის ივნისიდან 2021 წლის იანვრამდე თამაშობდა - 35 შეხვედრაში 14 გოლი გაიტანა, 5 საგოლე გადაცემა გააკეთა და მიჯრით ორჯერ ეროვნული ლიგის ჩემპიონი გახდა. ქავთარაძე შარშანდელ ჩემპიონატში ჩვენი გუნდის ბომბარდირია 8 გატანილი გოლით.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024