ოფიციალურად - გიორგი მამარდაშვილი ვალენსიას წევრია.
ხელშეკრულება საბოლოოდ ხელმოწერილია. ჩვენი აკადემიის აღზრდილი გოლკიპერი ესპანური გრანდის შემადგენლობაში ერთწლიანი იჯარით ისპარეზებს, ვალენსიას კი მთელი წლის განმავლობაში ექსკლუზიური გამოსყიდვის უფლება ენიჭება. ეს ტრანსფერი კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს დინამოს აკადემიისა და ხელმძღვანელობის სწორ სასელექციო და სატრანსფერო პოლიტიკას. ჩვენი მხრიდან კი წარმატებას ვუსურვებთ გიორგი მამარდაშვილს.