• Geo
  • Eng
24.05.2021
გიორგი აბუაშვილი პორტუში ითამაშებს
დინამო თბილისის აკადემიის აღზრდილი გიორგი აბუაშვილი კარიერას პორტუგალიის გრანდ - პორტუში გააგრძელებს. დინამოსა და პორტუს შორის მოლაპარაკება დასრულდა, ფეხბურთელმა სამედიცინო შემოწმება გაიარა და კლუბთან 5 წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი. აბუ პორტუში 47 ნომრიანი მაისურთ იასპარეზებს.
ჩვენი კლუბის აკადემიის გამართულ მუშაობას ევროპული გრანდები აკვირდებიან და ეს ტრანსფერიც ამის მორიგი დასტურია. წარმატებას ვუსურვებთ აბუს მომავალში და ვიმედოვნებთ, რომ ახალგაზრდა შემტევი მალე ეროვნული ნაკრების ფორმასაც მოირგებს.
FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024