• Geo
  • Eng
08.05.2021
დინამო ბათუმი 1-0 დინამო თბილისი

დღეს ბათუმის ახალაშენებულ ბათუმი არენამ ეროვნული ლიგის მე- 12 ტურის ცენტრალურ შეხვედრას უმასპინძლა, რომელშიც დინამო ბათუმი დინამო თბილისს დაუპირისპირდა. მოქმედი ჩემპიონისა და ვიცე ჩემპიონის დაპირისპირება თავიდანვე ნათელი იყო, რომ საინტერესოდ და დაძაბულად წარიმართებოდა. აღსანიშნავია, რომ დედაქალაქელები შეხვედრის დაწყებამდე სპეცალურად ამ თამაშისადმი მიძღვნილი მაისურებით გამოვიდნენ. თბილისელებისთვის ეს საიუბილეო, მე- 1000 შეხვედრა გახლდათ საქართველოს ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში. შეგახსენებთ, რომ დინამო ერთადერთი გუნდია, რომელსაც უმაღლესი ლიგა არასდროს დაუტოვებია (დინამოს არც სსრკ- ს ჩემპიონატში არ დაუტოვებია უმაღლესი ლიგა).

მატჩი მაღალ ტემპში დაიწყო, ტერიტორიული უპირატესობა კი მასპინძლებმა მოიპოვეს საწყის წუთებში. პირველი სახიფათო მომენტი მე- 8 წუთზე შეიქმნა, როდესაც ჯაბა ჯიღაურის ძლიერი დარტყმული როინ კვასხვაძემ კუთხურზე მოიგერია. საწყისი წუთების შემდეგ უკვე სტუმრებმა მოახერხეს ტერიტორიული უპირატესობის მოპოვება და მცირე დროში თბილისელებმა ორი კუთხურიც მოაწოდეს. მატჩის მე- 18 წუთზე კუთხურის შემდეგ მამუკა კობახიძეს თავური და როინ კვასხვაძე ადგილზეა. ტაიმის შუიდან სთამაშო უპირატესობა ისევ მასპინძელთა მხარეს გადავიდა. პირველი ტაიმის მიწურულს ჯაბა ჯიღაურმა ისარგებლა სტუმართა დაცვის შეცდომით და ანგარიში გახსნა. 45- ე წუთზე ჯარიმის ჩაწოდების შემდეგ გიორგი გაბედავა ურტყავდა ძლიერად, მაგრამ არაზუსტად. მომდევნო შეტევაში ფაბიან სპორქსლედემ გაისრლა, მარა ესეც არაზუსტი გამოდგა. მეორე ტაიმი დინამომ შედარებით აქტიურად დაიწყო. 54- ე წუთზე დედაქალაქელებმა ორი კუთხური მიჯრით მოაწოდეს, მეორე ჯერზე დასწრებაზე ზორან მარუშიჩმა ითამაშა, ახლო მანძილიდან არტყავდა, მაგრამ ლაზარე კუპატაძე ბურთს ხელებში აფიქსირებს. მატჩის 58- ე წუთზე ისევ კუპატაძე იგერიებს,ამჯერად ანრი მექვაბიშვილის დარტყმულ ბურთს. კიდევ ერთი კუთხური და უკვე ბაქარ ქარდავას თავური ცდება კარს. შეხვედრის 63- ე წუთზე თბილისელთა რიგებში ჯანო ანანიძის დებიუტი შედგა, იგი სწორედ ქარდავას ნაცვლად შევიდა მოედანზე. 74- ე წუთზე სეკუ კეიტას აქტიურობას, მილან რადინის დარტყმა მოჰყვა და საბოლოოდ კუთხური. დარჩენილ წუთებში აღარაფერი შეცვლილა და მატჩი მასპინძლებმა 1-0 მოიგეს. მომდევნო შეხვედრას გიორგი ნემსაძის გუნდი 12 მაისს საბურთალოსთან გამართავს.

 

 

დინამო ბათუმი  1-0  დინამო თბილისი

 

გოლი: 1-0 ჯიღაური 42’ 

გაფრთხილება: ალთუნაშვილი 71’  კუცია 81’  რადინი 85’  ჯიღაური 88’  კეიტა 89’  ტეიდი 90+5’ 

 

დინამო ბათუმი: კუპატაძე, ტეიდი, აზაცკი, ნავალოვსკი (მანჯგალაძე 67), კობახიძე, ჩაბრაძე, ჯირაური, ფანცულაია (შინდაგორიძე 66), მამუჩაშვილი, ალთუნაშვილი (ზარია 76), გროცურეკი (აზაროვი 58)

დინამო თბილისი: კვასხვაძე, ხვადაგიანი, პაპავა, მონხილი, მექვაბიშვილი (კუცია 71), რადინი, ქარდავა (ანანიძე 63), კობოური, სპორქსლედე, გაბედავა (ახვლედიანი 60), მარუშიჩი (კეიტა 63)

 

მსაჯი: ი. კვირიკაშვილი

 

 

 

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024