• Geo
  • Eng
28.04.2021
ქართული დერბი | ურთიერთშეხვედრები

ხვალ დინამო არენაზე საქართველოს მოქმედი ჩემპიონი ქუთაისის ტორპედოს უმასპინძლებს. ქართული დერბი 18.00 საათზე დაიწყება.

საქართველოს ჩემპიონატის ეგიდით ჩატარებული 78 მატჩიდან,  40- ჯერ გამარჯვება მტკვრისპირელებმა იზეიმეს, 21 შეხვედრა ფრედ დასრულდა, ხოლო 17 დაპირისპირებიდან რიონისპირელები გამოვიდნენ გამარჯვებულები. ბურთების შეფარდება 127/70თბილისელთა სასარგებლოდაა.

ამ შეხვედრებიდან აღსანიშნავია დინამოელთა საშინაო გამარჯვება ანგარიშით 5:1. ეს შედეგი ეროვნულ ასპარეზობაზე ორჯერ დაფიქსირდა. მეორე ჩემპიონატის მეოთხე ტურში 1991 წლის 1 აპრილს და მეშვიდე ჩემპიონატის მესამე ტურში 1995 წლის 17 სექტემბერს. ოთხბურთიანი სხვაობით დინამოელებმა მეტოქე 2013/2014 სეზონში დაამარცხეს, XXIV ეროვნული ჩემპიონატის მეორე ეტაპის მერვე ტურის მატჩში დინამომ ქუთასის ტორპედოს 4:0 აჯობა. 2000 წლის 27 აგვისტოს კი თბილისელები დიდი ანგარიშით 0:3 მეთორმეტე ჩემპიონატის მეორე ტურში დამარცხდნენ. ამ თამაშებს შორის ყველაზე დიდი სხვაობა თბილისელებმა ქუთაისში დააფიქსირეს. მეთვრამეტე ჩემპიონატის მეჩვიდმეტე ტურში 2007 წლის 17 მარტს ეროვნული გათამაშების ლიდერმა ანგარიშით 5:0 გაიმარჯვა. 2013 წლის 4 მაისს დინამო არენაზე თბილისელებმა 4:0 მოუგეს მეტოქეს და საქართველოს ჩემპიონის ტიტული დაისაკუთრეს. ქართული დერბის ყველაზე პოპულარული ანგარიშია 1:0, რომელიც 16- ჯერ დაფიქსირდა ტაბლოზე. ეროვნულ ჩემპიონატში, ქუთაისში, საკუთარ სტადიონზე ტორპედომ ბოლოს 2011 წლის 21 სექტემბერს მოიგო 2:1. გოლი ქუთაისელებს ესპანელმა ალბერტ იაგუემ გაუტანა. ბოლო მატჩი ამ გუნდებს შორის ქუთაისში 2021 წლის 5 მარტს გაიმართა და დედაქალაქელთა გამარჯვებით 2:0 დასრულდა. გოლები ტორპედოს კარში თორნიკე ახვლედიანმა და საიმონ ბენიომ გაიტანეს.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024