• Geo
  • Eng
07.04.2021
დინამომ შუქურაც დაამარცხა

დღეს ზესტაფონის დავით აბაშიძის სახელობის სტადიონმა ეროვნული ლიგის მეშვიდე ტურის შეხვედრას უმასპინძლა, რომელშიც ქობულეთის შუქურა დინამო თბილისს დაუპირისპირდა.

შეხვედრა პირველივე წუთებიდან დინამოელთა სათამაშ უპირატესობით და მოედნის ცენტრში ხისტი თამაშით დაიწყო. ტაიმის შუამდე დინამოელთა რამდენიმე სახიფათო შეტევა განხორციელდა, თუმცა საბოლოო ზუსტ დარტყმამდე საქმე არ მისულა. 30- ე წუთზე დავით კობოურის ჩაწოდება მარჯვენა ფრთიდან, ზორან მარუშიჩის თავური, მაგრამ ბურთი ზევიდან გადაცდა მასპინძელთა კარს. კიდევ ერთხელ შუქურას კარი ხიფათს 36- ე წუთზე გადაურჩა, ფაბიან სპორქსლედეს ჩაწოდებული ბურთი გიორგი რეხვიაშვილმა ზორან მარუშიჩს ბოლო წამს ჩაუჭრა. პირველი ტაიმი გატანილი გოლების გარეშე დასრულდა. მეორე ნახევარი იმავე სცენარით დაიწყო, დინამო უტევდა, შუქურა კი კონტრშეტევებზე ცდილობდა ხიფათის შექმნას. 61- ე წუთზე შეცვლაზე შემოსული გიორგი ჩელებაძე ერთი ერთზე გადის მეკარესთან, თუმცა ბოლო წამს შემტევს საბა ხვადაგიანი წამოეწია და სახიფათო მომენტი განმუხტა. საპასუხო შეტევაში გიორგი გაბედავა მასპინძლებმა აკრძალული ილეთით შეაჩერეს და შუქურას კარში პენალტი დაინიშნა. თერთმეტმეტრიანი ზუსტად თავად გაბედავამ გამოიყენა 0-1. ფორვარდი იქვე შეცვალეს და მის ნაცვლად მოედანზე სეკუ კეიტა გამოჩნდა. მატჩის 81- ე წუთზე როინ კვასხვაძემ იხსნა დინამოელთა კარი, მან გიორგი ჩელებაძის საჯარიმოდან ძლიერად დარტმული უკუაგდო. სამ წუთში დინამოელთა შეტევა, გიორგი კუციას ზუსტი პასი საჯარიმოში და თორნიკე ახვლედიანმა სხვაობა ორამდე გაზარდა. საბოლოოდ აღარაფერი შეცვლილა და დინამომ მიჯრით მეოთხე შეხვედრა მოიგო. შემდეგ მატჩს ჩვენი გუნდი 11 აპრილს დინამო არენაზე სამტრედიას წინააღმდეგ გამართავს.

 

შუქურა  -  დინამო

გოლი: 0-1 გაბედავა (პენ) 65’  0-2 ახვლედიანი 84’ 

გაფრთხილება: მუსელიანი 21’  გაგნიძე 59’  რეხვიაშვილი 63’  მოისწრაფიშვილი 80’  კაკაშვილი 81’ 

 

შუქურა: შეროზია, ფარტენაძე, ჭანტურია, ხმალაძე, კაბრალი (ინგოროყვა 60), გურეშიძე, რეხვიაშვილი, სარდალიშვილი (როხვაძე 75), გაფრინდაშვილი (მუსელიანი 20), კაკაშვილი, ჯერალდუ (ჩელებაძე 60)

დინამო: კვასხვაძე, ხვადაგიანი, პაპავა, მონხილი, მექვაბიშვილი (ქარდავა 55), გაგნიძე, კობოური, სპორქსლედე (კუცია 75), რადინი (მოისწრაფიშვილი 75), გაბედავა (კეიტა 65), მარუშიჩი (ახვლედიანი 75)

 

მსაჯი: ი. ხერხაძე

 

 

 

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2021