• Geo
  • Eng
01.04.2021
დინამო - დილა | ურთიერთშეხვედრები

3 აპრილს თბილისში ეროვნული ლიგის მეექვსე ტურის შეხვედრა გაიმართება, რომელშიც დინამო გორის დილას უმასპინძლებს. მატჩი დინამო არენაზე 17 საათსა და 30 წუთზე დაიწყება და მასზე გულშემატკივარს დასწრება შეეძლება.

ეროვნულ ასპარეზზე ეს გუნდები ერთმანეთს 69- ჯერ შეხვედრიან. ურთიერთშეხვედრებში დინამოს დიდი უპირატესობა აქვს - 49 შემთხვევაში გამარჯვება თბილისელებს დარჩათ, 13 შეხვედრა ფრედ დასრულდა და 7 თამაში გორელებმა მოიგეს. გატანილი და გაშვებული ბურთების ბალანსი ჩვენი გუნდის სასარგებლოდ 174/42 არის.

ყველაზე დიდი ანგარიშით დინამომ 2005 წლის 2 აპრილს იმარჯვა. XVI ჩემპიონატის ოცდამეექვსე ტურში გამართული შეხვედრა 9:0 დასრულდა. ასევე ცხრა ბურთი გავიდა 1993 წლის 16 ნოემბერს ჩატარებულ მატჩში. მეხუთე ჩემპიონატის მეთხუთმეტე სათამაშო დღეს თბილისელებმა 7 ბურთი გაიტანეს, გორელთა 2 გოლის საპასუხოდ. აღსანიშნავია, რომ სამჯერ დაფიქსირდა ხუთბურთიანი სხვაობა - 6:1 და ექვსჯერ 5:0, ხოლო ოთხ-ოთხჯერ შეხვედრა დასრულდა ანგარიშით 4:1, 4:0 და 1:1. ფრედ ჩატარებული შეხვედრებიდან ექვსი მატჩი უგოლოდ, სამი შეხვედრა კი 2:2 დასრულდა. გორის დილამ პირველად ჩვენს გუნდს 2012 წლის 15 სექტემბერს მოუგო (2:0). ბოლოს ეს გუნდები გორში 3 ნოემბერს შეხვდნენ ერთმანეთს. მატჩი დინამომ 3-0 მოიგო. გორელთა კარში გოლები გიორგი გაბედავამ, ნოდარ იაშვილმა და დავით სხირტლაძემ გაიტანეს.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024