• Geo
  • Eng
27.02.2021
კახა კალაძე - 43

დღეს დინამოსა და დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ისტორიაში გამორჩეული მცველის – კახა კალაძის დაბადების დღეა. ტიტულოვან ფეხბურთელს 43 წელი შეუსრულდა. კახა 1993 წლიდან 1998 წლამდე ასპარეზობდა დინამოში და ამ პერიოდში 84 შეხვედრა აქვს ჩატარებული ლურჯ-თეთრი მაისურით. არის საქართველოს ჩემპიონატის ოთხგზის ოქროს მედლის მფლობელი (1994, 1995, 1996, 1997) და თასის ოთხგზის გამარჯვებული (1994, 1995, 1996, 1997). დინამოელები ვულოცავთ იუბილეს და წარმატებებს ვუსრვებთ მას.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024