• Geo
  • Eng
11.02.2021
ჩვენი მეტოქე - ვერესი რივნე

დინამოელები 11 თებერვალს თურქულ შეკრებაზე მერვე ამხანაგურ შეხვედრას უკრაინულ ვერესთან ჩაატარებენ. მატჩი ბელეკში თბილისის დროით 17.00 საათზე დაიწყება.

ვერესი რივნე 1957 წელს დაარსდა. კლუბმა რამდენიმეჯერ შეიცვალა სახელწოდება, თავდაპირველად კი კოლხოზნიკი ერქვა. შემდეგ იყო გორინი და ავანგარდი. რივნელები საშინაო მატჩებს 4500- იან ავანგარდის სტადიონზე ატარებენ. ვერესის საკლუბო ფერები წითელსა და შავშია გადაწყვეტილი.

რივნელთა საუკეთესო სეზონად 2017/2018 წლების სეზონი ითვლება, როდესაც ვერესმა უკრაინის პრემიერლიგაში მეექვსე ადგილი დაიკავა. 1993/1994 სეზონზე კი შავ-წითლებმა უკრაინის თასის ნახევარფინალი ითამშეს.

მიმდინარე შეკრებაზე რივნელებმა კასპიას და კიზილკუმს შესაბამისად 2-1 და 1-0 მოუგეს, ხოლო ლვოვთან 1-3 და მინაიუსთან 0-4 დამარცხდნენ.

ვერესს უკრაინელი ფეხბურთის სპეციალისტი იური ვირტი ხელმძღვანელობს. მისი გუნდი უკრაინის პირველი ლიგის მიმდინარე ჩემპიონატში 14 მატჩიდან დაგროვებული 30 ქულით სატურნირო ცხრილის მეორე ადგილს იკავებს.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024