• Geo
  • Eng
08.02.2021
დინამო 0-3 სოჭი

დინამომ თურქულ შეკრებაზე მეშვიდე სპარინგი გმართა. ჩვენი გუნდი რუსეთის პრემიერლიგის მეოთხეადგილოსან სოჭს დაუპირისპირდა. შეხვედრის დებიუტში თბილისელებს ანგარიშის გახსნა მართებდათ. ზორან მარუშიჩი მეკარესთან პირისპირ გავიდა, თუმცა ბურთის თავზე გადაგდება მოინდომა, დარტყმა შესაბამისი ვერ გამოუვიდა და მომენტიც განიმუხტა. სოჭის ფეხბურთელებმა მალევე მოიპოვეს სათამაშო უპირატესობა და პირველ ნახევარში ნობოამ და ჟოაზინიუმ ორი გოლი გაიტანეს დინამოს კარში. მეორე ტაიმში თბილისელები ცდილობდნენ ანგარიშის შეცვლას, თუმცა რეალურ საგოლე მომენტამდე საქმე არ მისულა. თამაშის ბოლოს კი ტერეხოვმა გამოიჩინა თავი და დინამო 0-3 დამარცხდა. ბოლო მატჩს ამ შეკრებაზე დინამოელები 11 თებერვალს უკრაინულ ვერესთან ჩაატარებენ.

 

დინამო 0-3 სოჭი

დინამო: კვასხვაძე, მონხილი, კობოური, პაპავა, მექვაბიშვილი, რადინი, იაშვილი, სპორკსლეიდი, გბედავა, კასტრო, მარუშიჩი

მეორე ტაიმში შევიდნენ: შულაია, ახვლედიანი, ლომინაძე, ორშულა,

სოჭი: ჯანაევი, ტერეხოვი, მილადინოვიჩი, მევლია, ნოვოსელცოვი, ზაიკა, ნობოა, ცალაგოვი, ჟოაზინიუ, იუსუპოვი, ზაბოლოტნი

შეცვლაზე შევიდნენ: სამოკი, იპოლე, ბარსოვი, რუდენკო, ბურმისტროვი

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024