• Geo
  • Eng
26.01.2021
ჩვენი მეტოქე - ნაპრედაკი

დინამო თბილისი თურქულ შეკრებაზე მეორე ამხანაგურ შეხვედრას დღეს გამართავს. ჩვენი გუნდის მეტოქე სერბეთის სუპერლიგის წარმომადგენელი - ნაპრედაკი გახლავთ. მატჩი ბელეკში თბილისის დროით 18.00 საათზე დაიწყება.

კრუშევაცის გუნდი 1946 წელს დაარსდა და 10 000- იან მლადოსტის სტადიონზე თამაშობს. საკლუბო ფერები კი წითელი და თეთრია. ნაპრედაკი სამი სერბული კლუბის - ზაკიჩის, ბაჯას და 14 ოქტომბრის გაერთიანების შედეგად ჩამოყალიბდა. 1949 წელს კლუბმა სერბეთის პირველობა მოიგო და იუგოსლავიის ჩემპიონატის პირველ ლიგაში აღზევდა. კლუბის საუკეთესო მიღწევად 2000 წელს იუგოსლავიის თასის ფინალში გასვლა ითვლება. ნაპრედაკმა ის მატჩი ცრვენა ზვეზდასთან 0-4 დათმო.

მიმდინარე ჩემპიონატში ნაპრედაკი 19 ჩატარებული ტურის შემდეგ დაგროვილი 18 ქულით სატურნირო ცხრილის მეთხუთმეტე ადგილს იკავებს.

სერბები თურქულ შეკრებაზე 14 იანვრიდან იმყოფებიან. ჩვენმა ოპონენტმა 17 იანვარს პოლონურ მიელეცთან 0-1 დათმო, ხოლო 21 იანვარს იმავე ანგარიშით ვლადიკავკაზის ალანიასთან დამარცხდა. ნაპრედაკს ადგილობრივი ფეხბურთის სპეციალისტი მილან ჯურიჩიჩი ხელმძღვანელობს.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024