• Geo
  • Eng
23.01.2021
მილან რადინი დინამოში
ჩვენს გუნდში სერბი ნახევარმცველი მილან რადინი ითამაშებს. 29 წლის ნახევარმცველსა და დინამოს შორის ერთწლიანი კონტრაქტი გაფორმდა, ფეხბურთელი კი დედაქალაქელებს თებერვლის დასაწყისში შეუერთდება. ამჟამად რადინი სერბეული სუპერლიგის გუნდების ნაკრებთან ერთად აშშ- ში შეკრებაზე იმყოფება. მილან რადინი სხვადასხვა დროს ნოვი სადის, მლადოსტის, პარტიზანის, აქტობეს და კორონას რიგებში გამოდიოდა. ბოლოს კი სერბული სუპერლიგის ინჯიაში ასპარეზობდა.
FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024