• Geo
  • Eng
10.01.2021
თურქული შეკრება 2021
დინამო თბილისი ახალი სეზონისთვის მზადების მეორე ეტაპს თურქეთში გაივლის.
გიორგი ნემსაძის გუნდი ანტალიაში 20 იანვარს გაემგზავრება და ადგილზე ამხანაგურ მატჩებსაც გამართავს. ცნობილია 5 სპარინგ პარტნიორი: 23 იანვარი დინამო სერბულ რადნიკ სურდულიცას შეხვდება, 26 იანვარს ასევე სერბული - ნაპრედაკ კრუშევაცი დაგვიპირისპირდება. 29 იანვარს უკრაინული კოლოსი იქნება დინამოს მეტოქე, 1 თებერვალს კი დინამო კიევთან მოვსინჯავთ ძალებს. 8 თებერვალს სპრინგს სოჭო გაგვიწევს. ამ სიას სავარაუდოდ კიდევ ორი გუნდი დაემატება.

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2021