• Geo
  • Eng
09.01.2021
ვიტალი დარასელია – 64

დინამოს ლეგენდას ვიტალი დარასელიას 64 წელი შეუსრულდებოდა. ვიტალი დარასელია 17 წლის ასაკში ჩაირიცხა საქართველოს საუკეთესო კლუბში და მალე დაიმკვიდრა ადგილი გუნდის ძირითად შემადგენლობაში. დარასელია ჩვენი გუნდის და საბჭოთა კავშირის ნაკრების შეუცვლელ ფიგურად იქცა. დინამოში 1975 წლიდან 1982 წლამდე იასპარეზა და 273 შეხვედრაში 40 გოლი გაიტანა. მისი როლი ძალიან დიდია დინამოელთა მიერ მოპოვებულ დაუვიწყარ გამარჯვებებში. დარასელიას საფეხბურთო კარიერის გვირგვინად კი უეფას თასების მფლობელთა თასის ფინალურ შეხვედრაში, კარლ ცეისის კარში გატანილი გადამწყვეტი გოლი იქცა. გოლი, რომელიც დამსახურებულად არის მიჩნეული ჩვენი კლუბის უმდიდრეს ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვან გოლად. სსრკ– ს ჩემპიონი 1978 წელს, ვერცხლისმედალოსანი 1977 წელს, სამგზის პრიზიორი 1976 წლის გაზაფხულსა და შემოდგომაზე და 1981 წელს. ბროლის თასის ორგზის მფლობელი 1976 და 1979 წლებში. უეფას თასების მფლობელთა თასის მფლობელი 1981 წელს, 33 საუკეთესო ფეხბურთელთა სიაში 5- ჯერ დაასახელეს. ვიტალი დარასელია 1982 წლის 13 დეკემბერს, 25 წლის ასაკში, ტრაგიკულად დაიღუპა.

დინამო თბილისის საფეხბურთო აკადემია ლეგენდარული ვიტალი დარასელიას სახელს ატარებს.

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024