• Geo
  • Eng
30.11.2020
დინამო ჩიხურასთან დამარცხდა

მიხეილ მესხი 2- ზე ეროვნული ლიგის მე- 17 ტურის მატჩი გაიმართა, რომელშიც ჩიხურამ დინამოს უმასპინძლა. ამ გუნდების 30- ე დაპირისპირება საშუალო ტემპში და სტუმართა აქტიურობით დაიწყო. შეხვედრის დებიუტში ნოდარ ქავთარაძის სახიფათო ჩაწოდებას გიორგი ქიმაძე აგვირგვინებდა, თუმცა ბურთი ხელსაყრელი მომენტიდან ააცილა კარს. მე- 17 წუთზე კახა კახაბრიშვილმა ერთი შეხებით და უძლიერესი დარტყმით გახსნა ანგარიში. დინამოელებს გათანაბრება პერნამბუკუს საჯარიმო დარტყმის შემდეგ შეეძლოთ, თუმცა ცხრიანში მიმავალი ბურთი ზუსტ ნახტომში გიორგი ბეგაშვილმა კუთხურზე მოიგერია. დინამო ამის მერეც ბევრს უტევდა, მაგრამ საბოლოო მომენტში შემტევებს სიზუსტე არ სწყალობდათ, ან ჩიხურას მეკარე იდგა მოწოდების სიმაღლეზე. მატჩის 85- ე წუთზე მასპინძელთა კონტრშეტევა და ლუკა კიკაბიძემ ორამდე გაზარდა სხვაობა. საბოლოოდ აღარაფერი შეცვლილა და დინამომ მიმდინარე ჩემპიონატში მეორე მატჩი დათმო. ჩვენი გუნდი სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზე იმყოფება, ხოლო მომდევნო, მე- 16 ტურის გამოტოვებულ შეხვედრას სამტრედიასთან, დინამო არენაზე 5 დეკემბერს გამართავს.

 

ჩიხურა 2-0 დინამო

გოლი: 1-0 კახაბრიშვილი 17’  2-0 კიკაბიძე 85’

გაფრთხილება: პაპავა 60’  გვაზავა 90+3’

 

ჩიხურა: ბეგაშვილი, კამლაძე, მაჩაიძე, კაშია, გვაზავა, კახაბრიშვილი (ჯაფიაშვილი 84), წიქარიძე (კიკაბიძე 77), ჯავაშვილი, ჩიკვაიძე, ბუხაიძე (დეკანოიძე 62), ბასტრონი

დინამო: კვასხვაძე, იაშვილი, ბენიო, მონხილი, კობოური, პაპავა, მექვაბიშვილი (კაპანაძე 55), ქიმაძე (ზარია 46), პერნამბუკუ (შულაია 63), ქავთარაძე, სხირტლაძე

 

მსაჯი: ბ. ნინუა

 

 

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024