• Geo
  • Eng
17.11.2020
კოტე მახარაძე

1926 წელს ლეგენდარული ქართველი სპორტული კომენტატორი, თეატრისა და კინოს მსახიობი, საქართველოს სახალხო არტისტი, შოთა რუსთაველის პრემიის ლაურეატი - კოტე მახარაძე დაიბადა. კოტე მახარაძე ათწლეულების მანძილზე ქართველი სპორტსმენების წარმატებების პირველი მაცნე და მაუწყებელი გახლდათ. მის განუმეორებელ რეპორტაჟებს მსოფლიოს თუ ევროპის ჩემპიონატებიდან, ოლიმპიური თამაშებიდან, სხვადასხვა მნიშვნელოვანი სპორტული ღონისძიებებიდან აღტაცებაში მოჰყავდა როგორც ქართველი, ასევე უცხოელი მსმენელი და მაყურებელი. კოტე მახარაძეს მიჰყავდა უეფას თასების მფლობელთა თასის დაუვიწყარი ფინალური მატჩი, რომელიც ჩვენი გუნდის ისტორიული გამარჯვებით დასრულდა. განუმეორებელი კომენტატორი 2002 წელს გარდაიცვალა.

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2020