• Geo
  • Eng
08.11.2020
დედაქალაქური დერბიც მოგებულია

დღეს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის სათადარიგო მოედანზე მე- 13 ტურის გადადებული შეხვედრა გაიმართა, რომელშიც ლოკომოტივმა დინამოს უმასპინძლა. დედაქალაქური დერბი გარდამავალი უპირატესობით წარიმართა. პირველ ტაიმში რამდენიმე სახიფათო მომენტი ორივე გუნდმა შექმნა, თუმცა რეალურ ხიფათამდე საქმე არ მისულა. აი ტაიმის ბოლოსკენ კი ლოკომოტივის შეტევას ირაკლი სიხარულიძე დარტყმით ასრულებდა, ბურთი ბოლო წამს როინ კვასხვაძემ კუთხურზე მოიგერია. მეორე ტაიმში როინ კვასხვაძემ კიდევ ერთხელ იხსნა სტუმართა კარი გაშვებული გოლისგან, დინამოს კიპერმა სიხარულიძის ახლო მანძილიდან დარტყმულზე მოასწრო რეაგირება. ამის შემდეგ გიორგი კუციას მართებდა გოლის გატანა, თუმცა ხელსაყრელი მომენტი ვერ გამოიყენა და მეკარეს გაარტყა ბურთი. 77- ე წუთზე როდნი კლოუსტერი გაიჭრა მარჯვენა ფრთაზე, ბურთი საჯარიმოში ჩააწოდა იქ კი ყველას დავით სხირტლაძემ აჯობა და ანგარიში გახსნა. ხუთიოდე წუთში საჯარიმოდან გიორგი კუციამ ჩააწოდა, ბურთს პირველი ისევ დავით სხირტლაძე შეწვდა და დუბლიც გაიფორმა. 83- ე წუთზე მოედანზე გიორგი კუციას ნაცვლად თორნიკე კაპანაძე გამოჩნდა, რომელმაც ხელის ტრავმა მოიშუშა და მწყობრშია. შეხვედრაში მეტი არაფერი შეცვლილა, დინამომ მიჯრით მეოთხე მატჩი მოიგო და პირველი ადგილი გაიმყარა. მომდევნო შეხვედრას ჩვენი გუნდი 22 ნოემბერს დინამო არენაზე სამტრედიას წინააღმდეგ გამართავს.

 

ლოკომოტივი 0-2 დინამო

გოლი: 0-1 სხირტლაძე 77’  0-2 სხირტლაძე 83’

გაფრთხილება: დარცმელია 18’  ქარდავა 47’  მექვაბიშვილი 59’  სიხარულიძე 76’  გაბაძე 94’

 

ლოკომოტივი: შეროზია, უბილავა, გაბაძე, გავაშელიშვილი (იაკობიძე 75), შონია, ანდრონიკაშვილი, გურეშიძე, თ. კირკიტაძე (დ. კირკიტაძე 86), დარცმელია, იმრანი (კობახიძე 83), სიხარულიძე

დინამო: კვასხვაძე, კლოუსტერი, ბენიო, კობოური, ქიმაძე, მექვაბიშვილი (ზარია 75), ქარდავა, ორშულა, პერნამბუკუ (შულაია 71), კუცუა (კაპანაძე 83), სხირტლაძე

 

მსაჯი: გ. ყრუაშვილი

 

 

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2020