• Geo
  • Eng
19.09.2020
დინამო 2 და 19 წლამდელები იგებენ

დინამოს მეორე შემადგენლობამ რეგიონლიგაში მეხუთე ტურის შეხვედრა ჩაატარა და მიჯრით მეხუთედ იმარჯვა. ვლადიმერ კაკაშვილის გუნდი გასვლით მატჩში თელავის მეორე გუნდს შეხვდა და 5-0 დაამარცხა მასპინძლები. აზაროვმა დუბლი გაიფორმა, დანარჩენი გოლები ფარულავამ, ზურაბიანმა და ხვადაგიანმა გაიტანეს. დინამო 2 სატურნირო ცხრილში ბურთების ბალანსით 30/4 პირველ ადგილს იკავებს. ასევე 15 ქულით დინამოს შტურმი და იბერია 2010 მოსდევენ. მომდევნო შეხვედრაში 24 სექტემბერს დინამოელები სწორედ იბერია 2010- ს უმასპინძლებენ.

ასევე მიჯრით იგებს შეხვედრებს დინამოს 19 წლამდე გუნდიც. ვალერი გაგუას შეგირდებს 6 მატჩიდან 6 მოგება აქვთ და საკუთარ კარს მშრალად ინახავენ. დინამოელებმა გორის დილას უმასპინძლეს, 6:0 დაამარცხეს და სატურნირო ცხრილში გამოტოვებული მატჩის მიუხედავად პირველ ადგილს იკავებენ. გორელებს ორი გოლი ზურაბიანმა გაუტანა, ერთი ავტოგოლი დაფიქსირდა, დანარჩენი კი ოსიყმაშვილმა, ქოჩაკიძემ და გვიშიანმა ჩაიწერეს აქტივში. მომდევნო მატჩი დინამოს 23 სექტემბერს გაგრასთან ექნება.

 

თელავი-2  0:5  დინამო-2

U19 დინამო  6:0  დილა

 

დინამო 2: ბერუაშვილი, სალუქვაძე, ერაძე, ხვადაგიანი, კალანდაძე, აზაროვი, აბუაშვილი, გაგნიძე, მორჩილაძე, ფარულავა, ახვლედიანი

სათადარიგო სკამი: შურღაია, მირზიკაშვილი, კვარაცხელია, გვიშანი, ოსიყმაშვილი, ომარაშვილი, ზურებიანი

 

U19 დინამო: ჯოჯუა, კვარაცხელია, სალუქვაძე, ერაძე, მირზიკაშვილი, ომარაშვილი, სიხარულაშვილი, ოსიყმაშვილი, ფარულავა, გივშიანი, ზურებიანი

სათადარიგო სკამი: შურღაია, მაისურაძე, ჩხეტიანი, ჟივიძე, კონიაშვილი, ქოჩაკიძე

 

 

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024