• Geo
  • Eng
16.09.2020
დინამოელები ჩესტერში დაბინავდნენ

დინამოელები ლივერპულში ჩაფრინდნენ, გეზი ჩესტერისკენ აიღეს და სასტუმრო ქარდენ პარკში დაბინავდნენ.

თბილისელები ბრიტანეთში 20 ფეხბურთელით იმყოფებიან: როინ კვასხვაძე, ომარ მიგინეიშვილი, ნოდარ იაშვილი, როდნი კლოუსტერი, საიმონ ბენიო, ვიქტორ მონხილი, დავით კობოური, გიორგი ქიმაძე, გიორგი პაპავა, გიორგი კუხიანიძე, ანზორ მექვაბიშვილი, ბაქარ ქარდავა, გიორგი ზარია, გიორგი კუცია, ფილიპ ორშულა, ნოდარ ქავთარაძე, ირაკლი ბუღრიძე, პერნამბუკუ, გიორგი გაბედავა და თორნიკე კაპანაძე.

შეგახსენებთ, რომ 17 სექტემბერს უეფას ევროპა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო რაუნდში ჩვენი გუნდი უელსურ ქონას ქი ნომედს დაუპირისპირდება. შეხვედრა თბილისის დროით 21.00 საათზე დაიწყება.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2020