• Geo
  • Eng
17.08.2020
სპორტული მედიის საყურადღებოდ

ოთხშაბათს 19 აგვისტოს 21.00 საათზე დინამო არენაზე უეფას ჩემპიონთა ლიგის პირველი რაუნდის მატჩი გაიმართება, რომელშიც დინამო თბილისი ალბანურ ტირანას უმასპინძლებს. მატჩის პირდაპირ ეთერს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი უზრუნველჰყოფს.

ჟურნალისტებისთვის აკრედიტაციების გაცემა სამშაბათს - 18 აგვისტოს 19.30 საათიდან დინამო არენას მედია დარბაზში მოხდება.

სტუმრები დინამო არენაზე 21.00 საათიდან ივარჯიშებენ, მანამდე კი 20 საათსა და 30 წუთზე ტირანას მთავარი მწვრთნელის - ემანუელ ეგბოს მატჩისწინა პრესკონფერენცია დინამო არენას მედია დარბაზში გაიმართება.

18.30 საათიდან თბილისელთა ვარჯიში დიღმის ბაზაზე ჩატარდება. ჩვენი გუნდის მთავარი მწვრთნელის კახა ჩხეტიანის მატჩისწინა პრესკონფერენცია 21.00 საათზე დინამო არენას მედია დარბაზში შედგება.

გთხოვთ გაითვალისწინოთ უეფას და ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი რეგულაციები. სტადიონის ტერიტორიაზე ყოფნისას დაიცვათ სოციალური დისტანცია და გამოიყენოთ პირბადე.

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024