• Geo
  • Eng
09.08.2020
ჩვენი მეტოქე - ტირანა

დღეს შვეიცარიის ქალაქ ნიონში 2020/2021 წლების ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო რაუნდის წილისყრა გაიმართა. უეფას მიერ დადგენილ ერთმატჩიან დუელში დინამო თბილისს წინააღმდეგობას ალბანეთის ჩემპიონი ტირანა გაუწევს. შეხვედრა 18 ან 19 აგვისტოს თბილისში, დინამო არენაზე შედგება.

ალბანეთის ჩემპიონი ტირანა საუკუნის წინ შეიქმნა და ქვეყანაში ყველაზე ტიტულოვანი გუნდია. საკლუბო ფერებად ლურჯი და თეთრია მიჩნეული, ხოლო საშინაო არენა 12 500 გულშემატკივარზე გათვლილი სელმან სტერმასის სახელობის სტადიონია.

ტირანა ალბანეთის 25 გზის ჩემპიონი გახლავთ. გუნდმა 16- ჯერ მოიპოვა ალბანეთის თასი და 11- ჯერ სუპერთასის მფლობელი გახდა. წლევანდელი ჩემპიონობა ტირანამ 11 წლიანი პაუზის შემდეგ მოახერხა. ჩვენმა მომავალმა მეტოქემ კუკეშის საბოლოოდ 4 ქულით აჯობა. გუნდის საუკეთესო ფორვარდი ინლისელი მაიკლ ნგოო 13 გატანილი გოლით გახდა. გუნდში არერთი ლეგიონერია და მათგან შეტევის წინა ხაზში არგენტინელი აგუსტინ ტორასა და ბრაზილიელი ელტონ კალე გამოირჩევიან. ასევე აღსანიშნავია ახალგაზრდა ალბანელი შემტევი ერნესტ მუჩი. გუნდს 47 წლის ნიგერიელი ფეხბურთის სპეციალისტი ემანუელ ეგბო ხელმძღვანელობს.

დინამოსა და ტირანას გზები 2003/2004 სეზონში გადაიკვეთა. ჩემპიონთა ლიგის პირველ რაუნდში 16 ივლისს თბილისელებმა უმასპინძლეს მეტოქეს და 3-0 იმარჯვეს. გოლები ლევან მელქაძემ, გიორგი ანჩაბაძემ და ვიტალი დარასელიამ გაიტანეს. აი საპაუხო მატჩში კი უკვე ალბანელებმა მოიგეს 3-0, ხოლო მატჩისშემდგომ თერთმეტმეტრიანთა სერიაში 4-2 იმარჯვეს.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024