• Geo
  • Eng
07.08.2020
კახა ჩხეტიანის მატჩისშემდგომი კომენტარი

ზედიზედ სამი მატჩის მოგების და ცხრილის სათავეში გადასვლის შემდეგ, დინამოს მთავარმა მწვრთნელმა კახა ჩხეტიანმა პირველი წრე შეაფასა.

კახა ჩხეტიანი: ყველაზე მთავარია, რომ 3 ქულის მოპოვება შევძელით, მაგრამ მნიშვნელოვანი ისიც, რომ გუნდმა გამართული და ხარისხიანი ფეხბურთი აჩვენოს. დღეს იყო როგორც დადებითი, ისე უარყოფითი მომენტები, თუმცა სასიხარულოა, რომ მატჩი გამარჯვებამდე მივიყვანეთ. რაც შეეხება ჩვენს მეტოქეს, ყველას კარგად მოეხსენება, რომ მერანი გამოცდილი ფეხბურთელებით დაკომპლექტებული გუნდია, ვისაც მაღალ დონეზე უთამაშია. მადლობას ვუხდი ფეხბურთელებს და გულშემატკივარს მთელი მატჩის განმავლობაში ჩვენს გვერდში ყოფნის გამო. 

მოსამზადებელი პერიოდი ხანმოკლე გამოვიდა. ჩემპიონატის დაწყების შემდეგ, გუნდს ფორმაში სრულფასოვნად შესასვლელად 8-9 მატჩის ჩატარება სჭირდება, ახლა კი კარანტინმა არ მოგვცა ამის შესაძლებლობა. პირველი წრე მეტნაკლებად სტაბილური გამოვიდა, ცუდად დავიწყეთ, შემდეგ ხარისხი გავაუმჯობესეთ. ჩემი ფეხბურთელები მაძლევენ იმის თქმის შესაძლებლობას, რომ ეს წარმატებული სერია გაგრძელდება. ვიცი, რომ მაქსიმალურად ვიშრომებთ და ბოლომდე დავიხარჯებით

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024