• Geo
  • Eng
07.08.2020
დინამომ მერანიც დაამარცხა

დღეს მიხეილ მესხი 2- ზე ეროვნული ლიგის მეცხრე ტურის მატჩი გაიმართა, რომელშიც მერანმა დინამოს უმასპინძლა. მატჩი სტუმრებმა აქტიურად დაიწყეს და თავიდანვე მოიპოვეს ტერიტორიული უპირატესობა. რამდენიმე ნახევრადსახიფათო შეტევის შემდეგ, მასპინძელთა კარში საჯარიმო დარტყმა დაინიშნა, რომელიც გიორგი კუციამ შეასრულა, ბურთი ბოლო წამს რევაზ თევდორაძემ ცხრიანიდან მოხსნა. საპასუხოდ მერანმა კუთხური მოაწოდა, გიორგი გოგოლაშვილის თავური კი ზევიდან გადაცდა დინამოელთა კარს. სტუმართა მორიგი შეტევა, ნოდარ ქავთარაძის აქტიურობა და ბოლო წამს თორნიკე კაპანაძეს დარტყმულზე დაუფარეს, ნოდარ იაშვილის დამატებაზე დარტყმული კი ოდნავ აცდა კარს. პირველი ტაიმის 43- ე წუთზე დინამოელებმა ორი რეალური საგოლე მომენტი ვერ გამოიყენეს. ჯერ თორნიკე კაპანაძის ზუსტი პასის შემდეგ მეკარესთან პირისპირ ნოდარ ქავთარაძე გავიდა, მაგრამ თევდორაძეს ვერ აჯობა, მოწოდებული კუთხურის შემდეგ კი დავით კობოურის თაური მოიგერია მეკარემ. პირველი ტაიმის ბოლოს ჩაწოდებულ საჯარიმოს კარში დარტყმით პერნამბუკუ აგვირგვინებდა, ბურთი თევდორაძემ მოიგერია, ლუკა ლოჩოშვილმა ბურთი შეაბრუნა და დავით კობოურმა დინამო შესვენებაზე ერთბურთიანი უპირატესობით გაიყვანა. მეორე ტაიმის დებიუტში ისევ თევდორაძემ იხსნა კარი გოლისგან, გოლკიპერმა ბოლო წამს გიორგი კუხიანიძის ტექნიკური დარტყმა მოიგერია. მატჩის 66- ე წუთზე პერნამბუკუმ ცენტრში მიიღო ბურთი, რამდენიმე მეტოქეს გაცდა, მისი ძლიერად დარტყმული კი მეკარემ უკუაგდო. დინამოელთა მასირებულმა შეტევებმ შედეგი 70- ე წუთზე გამოიღო, გიორგი კუციას აქტიურობას საიმონ ბენიოს საგოლე დარტყმა მოჰყვა. შეხვედრისთვის კომპენსირებულ დროს დინამოს კარში თერთმეტმეტრიანი დაინიშნა, რომელიც გოლად რევაზ გეწაძემ გარდასახა 1-2. თამაში ესეც დამთავრდა და დინამო სატურნირო ცხრილში დაწინაურდა. მომდევნო მატჩს დედაქალაქელები თელავში 12 აგვისტოს გამართავენ.

 

მერანი  1-2  დინამო

 

გოლი: 0-1 კობოური 45’  0-2 ბენიო 70’  1-2 გეწაძე (პენ) 91’ 

გაფრთხილება: კახელიშვილი 22’  კაკაშვილი 47’  კაპანაძე 55’  გაბედავა 81’ 

 

მერანი: თევდორაძე, ნუსუევი (ხაბულიანი 75), ფოფხაძე, კაკაშვილი, კახელიშვილი, დათუნაიშვილი, ვასაძე, გაფრინდაშვილი, გეწაძე, სარდალიშვილი (გაბისკირია 81), გოგოლაშვილი (შენგელიძე 76)

დინამო: კვასხვაძე, იაშვილი, ბენიო, ლოჩოშვილი, კობოური, პაპავა (ნინუა 78), კუცია, კუხიანიძე, პერნამბუკუ (ბუღრიძე 70), ქავთარაძე, კაპანაძე (გაბედავა 61)

 

მსაჯი: ტ. რუხაია

 

 

 

 

 

 

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2020