• Geo
  • Eng
23.07.2020
დინამო ჩემპიონთა ლიგაზე განთესილია

უეფას ჩემპიონთა ლიგის პირველ რაუნდში, რომელიც 18-19 აგვისტოს გაიმართება, დინამო თბილისი განთესილ გუნდთა შორის იქნება. 9 აგვისტოს გასამართი წილისყრა კი მეტოქეს ამ გუნდების ჩამონათვალიდან შეგვირჩევს - ფოლა ეში (ლუქსემბურგი), იურგოდენსი (შვედეთი), ბუდუჩნოსტი პოდგორიცა (მონტენეგრო), ფლორა (ესტონეთი), დინამო ბრესტი (ბელარუსი), რიგა (ლატვია), კონას ქი ნომედსი (უელსი), კლაკსვიკი (ფარერის კუნძულები), ევროპა (გიბრალტარი), ცელიე (სლოვენია), არარატ-არმენია (სომხეთი), კუპსი (ფინეთი), რეიკიავიკი (ისლანდია), ტირანა (ალბანეთი), სილექსი (ჩრ. მაკედონია), ფლორიანა (მალტა) და წინასწარი საკვალიფიკაციო რაუნდის გამარჯვებული, რომელშიც ლინფილდი (ჩრ. ირლანდია), დრიტა (კოსოვო), ტრე ფიორი (სან მარინო) და ინტერ ესკალდესი (ანდორა) ისპარეზებენ.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024