• Geo
  • Eng
12.07.2020
ფრე ქუთაისში

რამაზ შენგელიას სახელობს სტადიონზე მეხუთე ტურის დასკვნით შეხვედრაში ტორპედომ დინამოს უმასპინძლა. პირველი სახიფათო შეტევა მასპინძლებს დარჩათ, მატჩის მე- 7 წუთზე თბილისელთა საჯარიმოში გამწვავებული სიტუაცია საბოლოოდ არაზუსტი ჩაწოდებით დასრულდა. ცოტახანში კი გურამ ადამაძის თავით დარტყმული როინ კვასხვაძეს მიუვიდა ხელში. საპასუხოდ მე- 17 წუთზე პერნამბუკუს დარტყმული ბოლო წამს მცველმა მოიგერია და ბურთი კარის ბადეს გარედან მოხვდა. შეხვედრის 35- ე წუთზე დინამოელთა ბრაზილიელი შემტევის აქტიურობამ თორნიკე კაპანაძეს საგოლე სიტუაცია შეუქმნდა, თუმცა თორნიკეს დარტყმული ზევიდან გადაცდა ტორპედოს კარს. პირველი ტაიმი გატანილი გოლების გარეშე მორჩა. მეორე ტაიმი დინამომ ცვლილებით განაახლა, ირაკლი ბუღრიძის ნაცვლად ნოდარ ქავთარაძე შევიდა მოედანზე. თბილისელთა შეტევას კი ლუკა ლოჩოშვილი თავური დარტმით ასრულებდა, ბურთი მცირედით აცდა დემეტრე ბულისკერიას კარს. დინამომ უმატა შეტევებს, მასპინძელთა მცველის შეცდომა და ნოდარ ქავთარაძემ ხელსაყრელი სიტუაციიდან ვერ გაიტანა. მომდევნო შეტევაში გიორგი კუციამ სისწრაფის ხარჯზე გაამწვავა შეტევა, მაგრამ ბოლო პასი აღარ გამოუვიდა. თამაში გაიხსნა და ტორპედომაც შეუტია, სახიფათო საჯარიმოს დინამოელთა დაცვის არეულობა მოჰყვა, ივან ბობკომ კი ბურთი სტუმართა კარის ხარიხას გაარტყა. 69- ე წუთზე ურთიერთშეკამათების გამო მსაჯმა გიორგი ქიმაძე და თორნიკე გრიგალაშვილი გააძევა მოედნიდან. 79- ე წუთზე დედაქალაქელთა შემადგენლობაში გიორგი გაბედავას დებიუტი შედგა, ფორვარდი თორნიკე კაპანაძის ნაცვლად შევიდა მოედანზე. მანამდე კი ასევე შეცვლაზე შესული ირაკლი აზაროვის აქტიური თამაშიც აღსანიშნავია. მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროს გიორგი კუციამ ითამაშა ტექნიკურად და ლამაზად, ხელსაყრელი დასარტყამი პოზიციაც მიიღო, მაგრამ საბოლოოდ სიზუსტე დააკლდა. ამრიგად მორიგი ქართული დერბი გატანილი გოლების გარეშე დასრულდა. მომდევნო შეხვედრას კახა ჩხეტიანის გუნდი დინამო არენაზე 19 ივლისს გორის დილასთან გამართავს.

 

ტორპედო  0-0  დინამო

 

გაფრთხილება: ბუღრიძე 34’  ტაბატაძე 41’  ქავთარაძე 55’  კობოური 79’

გაძევება: ქიმაძე 69’  გრიგალაშვილი 69’ 

 

ტორპედო: ბულისკერია, ტაბატაძე, კასრაძე, ნადარაია, ციცქიშვილი (მარკოვიჩი 72), ფანცულაია (კვერნაძე 74), ჯანელიძე, ივანიშვილი, გრიგალაშვილი, ადამაძე (მირცხულავა 60), ბობკო

დინამო: კვასხვაძე, იაშვილი, ლოჩოშვილი, კობოური, ქიმაძე, მექვაბიშვილი, პაპავა, ბუღრიძე (ქავთარაძე 46), კუცია, პერნამბუკუ (აზაროვი 67), კაპანაძე (გაბედავა 79)

 

მსაჯი: გ. ყრუაშვილი

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024