• Geo
  • Eng
03.07.2020
ალექსანდრე კოტრიკაძე - 90

დინამოს გამორჩეული ფეხბურთელი და მწვრთნელი - ალექსანდრე (ალიოშა) კოტრიკაძე 1930 წელს დაიბადა. თბილისელთა რიგებში 1952 წლიდან 1960 წლამდე იასპარეზა და ჩატარებულ 117 შეხვედრაში, გაიტანა 11 გოლი. იყო საკავშირო ჩემპიონატების ვერცხლისა (1953) და ბრინჯაოს (1959) მედლების მფლობელი. ალიოშა კოტრიკაძე 1966 და 1973 წლებში ლურჯ-თეთრი გუნდის მთავარი მწვრთნელი გახლდათ. 1964 წელს მიენიჭა საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის წოდება. ალექსანდრე კოტრიკაძე 1999 წელს გარდაიცვალა.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2020