• Geo
  • Eng
25.06.2020
კახა ჩხეტიანმა მატჩი შეაფასა

დასრულებული შეხვედრის შემდეგ ჩვენი კლუბის მთავარმა მწვრთნელმა მატჩი შეაფასა.

კახა ჩხეტიანი: კმაყოფილი ვარ გამარჯვებით. მადლობას ვეტყვი ბიჭებს, რომლებმაც ეს გამარჯვება სანახაობრივი გახადეს და ასევე განსაკუთრებული მადლობა ჩვენს გულშემატკივარს, რომელიც სტადიონის გარედან ბოლომდე გვქომაგობდა. ვაგრძელებთ მუშაობას - ყველა თამაში ფინალის ტოლფასია და შევეცდებით მაქსიმალურ მზადყოფნაში შევხვდეთ თითოეულ მათგანს. დღევანდელ შეხვედრაში არაერთი ტრავმირებული ფეხბურთელი გვაკლდა. ნოდარ ქავთარაძეს და აკაკი შულაიას მიკრო ტრავმები აწუხებთ, მოგეხსენებათ ნიკა სანდოხაძემ ხელი მოიტეხა და ჯერჯერობით სრული დატვირთვით ვერ ვარჯიშობს. ასევე ჯერ ინდივიდუალურად ვარჯიშობს ლევან ხარაბაძე. რაც შეეხება საიმონ ბენიოს და ფილიპ ორშულას ისინი ჩამოსულები არიან და სავალდებულო კარანტინში იმყოფებიან.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024