• Geo
  • Eng
18.06.2020
დავით ყიფიანი - 69

დღეს დინამოს ლეგენდარული ათიანის – დავით ყიფიანის დაბადების დღეა. დავით ყიფიანმა დინამო თბილისში 1971-1982 წლებში იასპარეზა. 351 ჩატარებულ შეხვედრაში 126- ჯერ დალაშქრა მეტოქეთა კარი. იყო სსრკ- ს ჩემპიონი, ბროლის თასის ორგზის მფლობელი, ევროპის თასების მფლობელთა თასის მფლობელი, სსრკ- ს საუკეთესო ფეხბურთელი, ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის გამარჯვებული, ითამაშა ევროპის ნაკრების შემადგენლობაში. დინამო თბილისის მთავარი მწვრთნელის რანგში, მოპოვებული აქვს ჩემპიონის 6 ტიტული, 3 თასი და 2 სუპერთასი. საქართველოს თასი დინამოს ლეგენდარული ათიანის სახელს ატარებს. დავით ყიფიანი 2001 წელს 17 სექტემბერს ტრაგიკულად გარდაიცვალა.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024