• Geo
  • Eng
12.06.2020
ნიკა სანდოხაძე ტრავმირებულია

ჩვენი გუნდის ცენტრალურმა მცველმა ნიკა სანდოხაძემ ვარჯიშზე იდაყვის ძვალი მოიტეხა, რის გამოც სამედიცინო ჩარევა დასჭირდა. ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა და ნიკა ოპერაციის შემდგომ რეაბილიტაციას გადის. რამდენიმე დღეში ნაკერებს მოხსნიან და ეტაპობრივად გააგრძელებს ვარჯიშს.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024