• Geo
  • Eng
29.02.2020
ფრე პირველ ტურში

დღეს დინამო არენაზე 32- ე ჩემპიონატის პირველი ტურის პირველი მატჩი გაიმართა, რომელშიც მოქმედმა ჩემპიონმა ლიგის დებიუტანტ თელავს უმასპინძლა.

მატჩის დაწყებამდე საქართველოს ეროვნული ჰიმნის ფონზე მორიგი პირველობა ოფიციალურად გაიხსნა. შეხვედრა ორივე გუნდმა აქტიურად დაიწყო, კარში პირველი დარტყმა კი თორნიკე ახვლედიანმა ჩაიწერა აქტივში. ბურთი ოთო გოშაძის ნადავლი გახდა. მე- 14 წუთზე მასპინძელთა ორი ჩაწოდებული კუთხური და ორივე შემთხვევაში ბოლო წამს მცველებმა განმუხტეს სიტუაცია. საპასუხოდ იაროსლავ კვასოვის ნახევარბრუნში დარტყმული ბურთი დინამოს კარის ძელმა უკუაგდო. დინამოელებმა უმატეს შეტევებს. ნოდარ იაშვილის რამდენიმე სახიფათო ფლანგური გარღვევა და ჩაწოდებაა აღსანიშნავი. პირველ ნახევარში მეტი საინტერესო აღარ მომხდარა. მეორე ტაიმი დინამომ ორმაგი ცვლილებით განაახლა. გიორგი პაპავას და გიორგი ქიმაძის ნაცვლად მოედანზე გიორგი კუხიანიძე და ირაკლი ბუღრიძე გამოჩნდნენ. თამაში კი ძირითადად მოედნის ცენტრში გაგრძელდა. ორივე გუნდი ცდილობდა შეტევების გამწვავებას, მაგრამ უშედეგოდ. 70- ე წუთზე კახა ჩხეტიანმა თორნიკე ახვლედიანის ნაცვლად მოედანზე აკაკი შულაია შეუშვა. დინამოს გარემარბმა საკმაოდ გაამწვავა დედაქალაქელთა შეტევა, რამდენიმე გარღვევაც შეასრულა, თუმცა მისი და თანაგუნდელების მცდელობამ შედეგი ვერ გამოიღო და მატჩი გატანილი გოლების გარეშე 0-0 მორჩა. მომდევნო შეხვედრას ჩვენი გუნდი 8 მარტს ბათუმის დინამოსთან დინამო არენაზე გამართავს.

 

დინამო  0:0  თელავი

გაფრთხილება: რუხაძე 28’  ქარდავა 62’ 94’  კუცია 87’ 

გაძევება: ქარდავა 94’

 

დინამო: კვასხვაძე, იაშვილი, ბენიო, ლოჩოშვილი, კობოური, პაპავა (კუხიანიძე 46), ქარდავა, ქიმაძე (ბუღრიძე 46), ორშულა, კუცია, ახვლედიანი (შულაია 70)

თელავი: გოშაძე, ჩაბრაძე, ბერიაშვილი, დიმიტროვსკი, ჩუკვურა, მოსიაშვილი, ვარშანიძე, სამუშია (კოხრეიძე 69), ნ. ბაშალეიშვილი (მარაქველიძე 90+5’), რუხაძე (მ. ბაშალეიშვილი 90+3’), კვასოვი

 

მსაჯი: გ. ყრუაშვილი

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024