12.02.2020
დინამომ ოლექსანდრიას 1-0 მოუგო

დინამოელებმა თურქულ შეკრებაზე მორიგი სპარინგი ჩაატარეს და უკრაინის ჩემპიონატის პრიზიორ - ოლექსანდრიას დაუპირისპირდნენ. თბილისელთა შემადგენლობაში შეტევის მარჯვენა ფრთაზე სინჯებზე მყოფი კამერუნელი ფრანც პანგოპი განთავსდა. თავად მთელი მატჩი გარდამავალი უპირატესობით წარიმართა. პირველ ტაიმში უკრაინელები მეტად აქტიურად უტევდნენ და რამდენიმე ეპიზოდში გაამწვავეს თამაში, თუმცა დინამოელთა დაცვის ხაზი და მეკარე უშეცდომოდ ასპარეზობდნენ. ტაიმის შუაში დინამოს კარში პენალტი დაინიშნა, რომელიც როინ კვასხვაძემ მოიგერია. თბილისელთა შეტევების გამწვავებას თორნიკე კაპანაძე და კამერუნელი შემტევი ცდილობდნენ. მეორე ტაიმში დინამომ თანდათან მოიპოვა სათამაშო უპირატესობა და ოლექსანდრიას კართანაც არაერთი სახიფათო მომენტი შეიქმნა. უკრაინელთა კონტრშეტევისას კი ლუკა ლოჩოშვილის კარგი თამაშია აღსანიშნავი, რომელმაც ფაქტიურად დაუცველ კარში გატანა არ დაანება მეტოქეს. ასევე კარგად გამოიყურებოდა მოედნის ცენტრში გიორგი კუხიანიძე. თბილისელთა შეტევებს შეცვლაზე შესულმა ირაკლი ბუღრიძემ, თორნიკე ახვლედიანმა და ნოდარ იაშვილმა მეტი სიმწვავე შემატა და საბოლოოდ იაშვილის გადაცემის შემდეგ თორნიკე ახვლედიანმა შეკრებაზე მორიგი გოლი გაიტანა. დინამომ მატჩი გამარჯვებით დაასრულა და ამ შეკრებაზე ბოლო შეხვედრისთვის მოემზადება, რომელიც 15 თებერვალს შედგება, მეტოქეობას კი ჩვენს გუნდს კიევის დინამო გაუწევს.

 

დინამო 1-0 ოლექსანდრია

 

დინამო: კვასხვაძე, ტრუბოჩკინი, ბენიო, ლოჩოშვილი, კობოური, პაპავა, ნინუა, კუხიანიძე, ორშულა, პანგოპი, კაპანაძე

შეცვლაზე შევიდნენ: იაშვილი, ქიმაძე, ქარდავა, კუცია, ზარია, ბუღრიძე, ახვლედიანი

 

 

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2020