• Geo
  • Eng
06.02.2020
ჩვენი მეტოქე - რადნიკი

დინამო თბილისი თურქულ შეკრებაზე მეოთხე ამხანაგურ შეხვედრას დღეს გამართავს. ჩვენი გუნდის მეტოქე სერბეთის სუპერლიგის წარმომადგენელი - რადნიკი გახლავთ. მატჩი ლარაში თბილისის დროით 18.30 საათზე დაიწყება.

სურდულიცას გუნდი 1926 წელს დაარსდა და 3 300- იან სურდულიცა სითი სთედიუმზე თამაშობს. საკლუბო ფერები კი ლურჯი და თეთრია. რადნიკს თავდაპირველად სურდულიცას სპორტული კლუბი ერქვა. 1946 წლიდან გუნდს პოლიოტი ეწოდა, ხოლო 1950 წლიდან გიდროვლასინას სახელით გამოდიოდნენ. საბოლოოდ კი დღევანდელი სახელი 1951 წლიდან ჰქვია.

მიმდინარე ჩემპიონატში რადნიჩკი 20 ჩატარებული ტურის შემდეგ დაგროვილი 19 ქულით სატურნირო ცხრილის მეცამეტე ადგილს იკავებს.

სერბები თურქულ შეკრებაზე 22 იანვრიდან იმყოფებიან. ჩვენმა ოპონენტმა 27 იანვარს უკრაინულ ვორსკლასთან ფრედ 1-1 ითამაშა, ხოლო 29 იანვარს ტამბოვთან 1-2 დამარცხდა. 3 იანვარს სერბებმა ვოლგოგრადის როტორთან 2-2 დაასრულეს მატჩი, 4 თებერვალს კი დანიურ ოდენსეს 1-1 დაუზავდნენ. არდას ადგილობრივი ფეხბურთის სპეციალისტი სიმო კრუნიჩი ხელმძღვანელობს.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024