• Geo
  • Eng
13.01.2020
შეკრება თურქეთში 16 იანვრიდან

დინამო თბილისი 16 იანვრიდან შეკრებას თურქეთში გაივლის. ანტალიაში საწვრთნელი შეკრების პირველი ეტაპი 16 იანვრიდან თვის ბოლომდე გასტანს და ამ პერიოდში საქართველოს ჩემპიონი 4 ამხანაგურ შეხვედრასაც გამართავს. 18 იანვარს დინამო რუმინულ ვოლუნტარის გაეჯიბრება. 22 იანვარს სპარინგ მეტოქეობას ბულგარული პლოვდივის ბოტევი გაგვიწევს, ხოლო 25 იანვარს ასევე ბულგარეთის არდას შევხვდებით. 30 იანვარს ჩვენი მეტოქე პოლონური კრაკოვის ვისლა იქნება.

შეკრების მეორე ეტაპი ასევე ანტალიაშია დაგეგმილი, ხოლო სპარინგ პარტნიორებზე ინფორმაციას მოგვიანებით მოგაწვდით.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024