• Geo
  • Eng
01.01.2020
რამაზ შენგელია – 63

დღეს ლეგენდარული დინამოს, ლეგენდარული ფორვარდი – რამაზ შენგელია 63 წლის გახდებოდა. შენგელია დინამოს შემადგენლობაში 1977– დან 1988 წლამდე ასპარეზობდა. 403 ჩატარებულ მატჩში გაიტანა 179 გოლი (ჩვენი კლუბის რეკორდი). საბჭოთა კავშირის 1978 წლის ჩემპიონი. 1977 წლის პირველობის მეორეადგილოსანი. 1981 წლის საკავშირო ჩემპიონატის პრიზიორი. 1979 წლის ბროლის თასის მფლობელი. 1981 წელს მოიპოვა ევროპის თასების მფლობელთა თასი. ხუთჯერ დასახელდა 33 საუკეთესო ფეხბურთელს შორის. 1978 და 1981 წლებში დაასახელეს საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელად. 1981 წელს გახდა საქართველოს საუკეთესო სპორტსმენი. ფედოტოვის კლუბის წევრი 161 გოლით. მიიღო მონაწილეობა 1982 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე. ევროპის ახალგაზრდული პირველობის გამარჯვებული. საკავშირო ნაკრებში ჩაატარებულ 26 შეხვედრაში, გაიტანა 10 გოლი. ლეგენდარული ფორვარდი ქართულ და მსოფლიოს საფეხბურთო ოჯახს 2012 წელს გამოაკლდა.

 

 

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024