• Geo
  • Eng
16.12.2019
ვახტანგ ქორიძე - 70

დღეს ჩვენი კლუბის ოქროს თაობის  ფეხბურთელი, გუნდის მარცხენა მცველი და ნახევარმცველი – ვახტანგ ქორიძე 70 წლის გახდა. ბატონი ვახტანგი დინამოში 1969-1970 და 1975-1980 წლებში თამაშობდა. ჩვენი კლუბის შემადგენლობაში ჩაატარა 144 მატჩი და გაიტანა 35 გოლი. არის საბჭოთა კავშირის 1978 წლის ჩემპიონი, პირველობის მეორეადგილოსანი 1977 და ორგზის ბრინჯაოს მფლობელი 1976 (გაზაფხული-შემოდგომა) წლებში. სსრკ– ს თასის 2- გზის გამარჯვებული 1976, 1979 წლებში და ვერცხლისმედალოსანი 1980 წელს. 1981 წლის ევროპის თასების მფლობელთა თასზე გამარჯვების თანამონაწილე. სსრკ– ს ნაკრებში ჩატარებულ 4 შეხვედრაში გაიტანა 1 გოლი. დინამოელები ვულოცავთ ვახტანგ ქორიძეს დაბადების დღეს, ჯანმრთელობას და ბედნიერებას ვუსურვებთ იუბილარს.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024