• Geo
  • Eng
15.12.2019
თენგიზ პაჭკორიას მადლობის სიგელი გადაეცა

დღეს საქართველოს დამსახურებული ჟურნალისტის თენგიზ პაჭკორიას იუბილეა. რამდენიმე ჟურნალისტური პრემიის ლაურეატსა და სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტს 60 წელი და პროფესიული მოღვაწეობის 40 წელი შეუსრულდა. დინამოელები ვულოცავთ ბატონ თენგიზს იუბილეს, ვუსურვებთ მას ჯანმრთელობასა და წარმატებას.

ჩვენმა კლუბმა იუბილარს დინამოს ისტორიის პოპულარიზაციისათვის და ქართულ სპორტულ ჟურნალისტიკაში შეტანილი წვლილისთვის მადლობის სიგელი გადასცა.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024