• Geo
  • Eng
09.12.2019
ტრიუმფალურად დასრულებული სეზონი

2019 წლის სეზონი დინამომ ტრიუმფით დაასრულა. ოქროს მედლები მოიპოვა დინამოელთა 19 წლამდე გუნდმა, სამწლიანი პაუზის შემდეგ ქვეყანაში უძლიერესის სახელი დაიბრუნა დინამოელთა პირველმა შემადგენლობამ, რასაც 17 წლამდე გუნდის მიერ მოპოვებული ოქროს მედლებიც მოჰყვა. გოჩა ჩიქოვანის გუნდმა ტიტული ერთი ტურით ადრე დაისაკუთრა, როდესაც რუსთავში სფფ- ს გუნდი დაამარცხა. ოქროს ლიგის ბოლო სათამაშო დღეს დინამომ გათამაშებაში უშუალო კონკურენტ საბურთალოს უმასპინძლა და 6:2 დაჯაბნა მეტოქე. ქოჩაკიძემ შეხვედრაში ჰეთ თრიქი გაიფორმა, თითო გოლი კი ოსიყმაშვილმა, ხვადაგიანმა და მორჩილაძემ გაიტანეს. ამრიგად დინამომ მორიგი საჩემპიონო ტიტული სეზონში დაუმარცხებლად მოიპოვა. დედაქალაქელებმა 26 ჩატარებული მატჩიდან 21 მოიგეს, გაიტანეს 139 (!) გოლი და საკუთარ კარში მიიღეს 26. აქვე აღსანიშნავია, რომ ტურნირში დინამოს 16 წლამდე გუნდიც ასპარეზობდა. ვლადიმერ გოჩაშვილის გუნდმა საბოლოოდ მესამე ადგილი დაისაკუთრა.

 

U17 დინამო 6:2 საბურთალო

U17 დინამო: ხარშილაძე, მაისურაძე, ხვადაგიანი, სალუქვაძე, მირზიკაშვილი, შალიკაშვილი, ოსიყმაშვილი, გაგნიძე, მორჩილაძე, ქოჩაკიძე, ჩხეტიანი

სათადარიგო სკამი: მიქაუტაძე, გაგნიძე, ჯინჯოლავა, ბზეკალავა, ხორავა, კვარაცხელია, ბერუაშვილი

 

 

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024